ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია - "ნურ ოტანი" - (ნათელი მამული) ლიდერობს. როგორც ”ინტერპრესნიუსი” უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, ეგზითპოლების შედეგებით, პარტიამ ხმების 81% მიიღო. ასევე, ქვედა პალატაში მოხვდნენ "სახალხო კომუნისტური პარტია" და პარტია "აკ ჟოლი" (ნათელი გზა). მათ ხმათა დაახლოებით 7-7% დააგროვეს. დსთ-ის დამკვირვებლების შეფასებით, ხმის მიცემის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის (მეჯლისის) არჩევნები გუშინ გაიმართა. რესპუბლიკის მასშტაბით 9 700-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩეველთა სიაში კი 9,2 მილიონი ადამიანი ირიცხებოდა. არჩევნებს 1000-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1