Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა 30 იანვარს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 30 იანვარს თეთრ სახლში უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ სამშაბათს გაავრცელა განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა. მასში ნათქვამია, რომ წელს 20 წელი სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ობამა და სააკაშვილი ისაუბრებენ „ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემდგომ გაძლიერებაზე ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებით.“ თეთრი სახლის თანახმად, შეხვედრაზე ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან აშშ-ის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, მათ შორის, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. ობამა „კვლავ დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის სარეთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.“ პრეზიდენტი ობამა ასევე „მოელის მსჯელობას საქართველოს მოახლოებულ არჩვენებზე და რეფორმებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს მლავრ და სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყანად გარდაქმნის პროცესი, ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG