Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდაპეშტში უნგრეთის მთავრობის 100 ათასამდე მომხრემ გამართა მშვიდობიანი მსვლელობა


შაბათს ბუდაპეშტში უნგრეთის მთავრობის ასი ათასამდე მომხრემ გამართა მშვიდობიანი მსვლელობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად. ორბანი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკის ქა-ცეცხლში მოყვა კანონების შემოღებისთვის, რომლებსაც დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. დემონსტრანთაგან ბევრს ეჭირა უნგრეთის დროშები, სანთლები, ჩირაღდნები და ორბანის მხარდამჭერი ტრანსპარანტები. ორბანმა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარების მიღებას ცდილობს, მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ცვლილებები შევა ზოგიერთ კანონში, რომლებმაც გააჩინა საფრთხე, რომ ევროკავშირი სასამართლო ზომებს მიმართავს. ეს კანონები შარშან ორბანის პარტიის ორმა მესამედმა დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG