Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პრეზიდენტმა თავის ოპონენტს „ღორი“ უწოდა


ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის ოპონენტს, ენრიკე კაპრილესს, „ღორი“ უწოდა. ხუთშაბათს, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში, სოციალისტმა პრეზიდენტმა კაპრილესი - მირანდის შტატის მემარცხენე-ცენტრისტი გუბერნატორი - მოიხსენია, ასევე, როგორც „ლაჩარი“ და მას ასე მიმართა: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გამოიცვლი კოსტუმს, შენი უხეში, ღორის უკანალი, მაინც გამოჩნდება, ისევე, როგორც ღორის ყურები. ღორივით ღრუტუნებ. განა მართალი არა ვარ, შე ღორო?“ მას შემდეგ, რაც კაპრილესმა 13 თებერვალს გამართულ პრაიმერიში გაიმარჯვა, ჩავესის მომხრეებმა მას მძლავრად შეუტიეს და „აშშ-ის მარიონეტი“ უწოდეს. ჩავესის გამოსვლის დროს დარბაზში იმყოფებოდა ამერიკელი მსახიობი და აქტივისტი შონ პენი, რომელიც კარაკასში ჩავიდა ჰაიტისთვის დახმარების გარშემო მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG