Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში განახლდა სერბებისა და კოსოვოელი ალბანელების მოლაპარაკება


სერბიის დელეგაციამ და კოსოვოელი ეთნიკური ალბანელების წარმომადგენლებმა განაახლეს მოლაპარაკება, რომელიც ბრიუსელში ტარდება ევროკავშირის შუამავლობით. სერბიის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბორისლავ სტეფანოვიჩის განცხადებით, ორივე მხარე მოელის, რომ მოლაპარაკებაზე შეთანხმდებიან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი კოსოვო საერთაშორისო სარბიელზე. განიხილავენ აგრეთვე სერბიასთან კოსოვოს ჩრდილოეთი საზღვრის ერთად გაკონტროლების საკითხს მას შემდეგ, რაც რეგიონში რამდენჯერმე მოხდა ეთნიკური სერბების დაპირისპირება ნატოს სამშვიდობო ძალებთან. სერბია უარს ამბობს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG