Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბულში აფეთქებისას 5 პოლიციელი დაიჭრა


სულ ცოტა ხუთი პოლიციელი დაიჭრა აფეთქებისას, რომელიც დღეს თურქეთის დედაქალაქ სტამბულში მოხდა. ტელეარხ CNNTurk-ის ცნობით, აფეთქების ხმა სამართლიანობისა და განვითარების მმართველი პარტიის შტაბბინის ახლოს გაისმა. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მუშაობენ. აფეთქების დეტალები ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG