Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ შანტაჟით ვერ დააშინებენ


რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტი, გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა აცხადებს, რომ ვერ დააშინებს მის წინააღმდეგ მიმდინარე შანტაჟის კამპანია. მისი განცხადების ფონია ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს ისმაილოვას სექსუალური ხასიათის მოქმედების დროს. ისმაილოვა, რომელსაც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ეთერში ტოკშოუ მიჰყავს, თვლის, რომ შანტაჟის კამპანია მიზნად ისახავს მისი საგამოძიებო საქმიანობის შეწყვეტას. ისმაილოვა იძიებს კორუფციულ გარიგებებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსურ ოპერაციებს. გასულ კვირაში ისმაილოვამ ფოსტით მიიღო ვიდეოდან გადაღებული ფოტოები და გამაფრთხილებელი წერილი, რომ „კარგად თუ არ მოიქცეოდა“, მას „საქვეყნოდ გამოაჭენებდნენ“. ორშაბათს ქვეყნის მმართველი პარტიის მედია-ორგანომ, „იენი აზერბაიჯანმა“ დაბეჭდა უავტორო სტატია, რომელიც თავს ესხმის ისმაილოვას და რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს. ისმაილოვა აცხადებს, რომ გაზეთს სასამართლოში უჩივლებს თავისი და მისი ოჯახის ცილისწამებისთვის.
XS
SM
MD
LG