Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისში კლინტონის ვიზიტის თარიღზე


საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. თბილისში 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონს განსაკუთრებულად დატვირთული გრაფიკი აქვს და ამიტომ თარიღის დასაზუსტებლად ჯერ კიდევ მოლაპარაკება მიმდინარეობს. კალანდაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცალსახად არის გაცხადებული, რომ ვიზიტი შედგება და კლინტონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.
XS
SM
MD
LG