Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის საკითხი გაეროში კვლავ კამათის საგანია


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მოახსენა, რომ დამასკი დათანხმდა მოთხოვნას 10 აპრილამდე დაასრულოს ჯარის და მძიმე შეიარაღების გაყვანა დასახლებული ადგილებიდან. ეს ზომა პირველი ნაბიჯია ანანის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმის სისრულეში მოყვანის პროცესში. გაეროში აშშ-ის ელჩმა სუზან რაისმა, აღნიშნა, რომ სირია შეფასდება საქმეებითა და არა დაპირებით, რაც მას ადრე არ შეუსრულებიაო. სირიის ელჩმა გაეროში ბაშარ ჯააფარიმ კი დაგმო „სირიის მეგობართა ჯგუფის“ მიერ კვირას მიღებული გადაწყვეტილება სირიის ოპოზიციის ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ, რაც ჯააფარის თქმით გაეროს წესდების დარღვევაა. ამასთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ჩავიდა სირიაში, რომელიც მოითხოვს, რომ ყოველ დღე ორის საათით გამოცხადდეს ცეცხლის შეწვეტა, რაც დაჭერილების ევაკუაციას და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას სჭირდება.
XS
SM
MD
LG