Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელს თავი მოკვეთეს


პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბრიტანელი ექიმი, რომელიც საერთაშორისო წითელი ჯვრის პაკისტანის კომიტეტში მუშაობდა, გამტაცებელმა ბანდიტმა სიცოცხლეს გამოასალმა. პოლიციის თანახმად, 60 წლის ხალილ რასედ დალეს თავმოჭრილი გვამი ქვეტას გარეუბანში, ავღანეთის საზღვართან იპოვეს. დალე, რომელიც წითელი ჯვრის ჯანმრთელობის პროგრამას ახორციელებდა ქვეტაში, 5 იანვარს გაიტაცეს. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმა მკვლელობას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა, ხოლო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა მკვლელობა დაგმო, როგორც „სასტიკი და უგნური ქმედება“, რომელსაც შეეწირა ადამიანი, რომელიც პაკისტანელი ხალხის დახმარებას ცდილობდა. პოლიციის ვერსიით დელა გამტაცებლებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც ვერანაირი გამოსასყიდი ვერ მიიღეს.
XS
SM
MD
LG