Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა ეგზიტპოლების ახალი მონაცემები


საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პროპორციული სისტემით ”ქართული ოცნება” ლიდერობს რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია ”მაესტროს” მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლით კოალიციის და მმართველი პარტიის მაჩვენებლები გათანაბრდა. საზოგადოებრივ მაუწყებლის დაკვეთით, კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ”ქართულ ოცნებას” 33-33% აქვთ, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას - 2% და ლეიბორისტულ პარტიას - 1%. პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა - 30%-მა. რუსთავი 2, რომელმაც ამომრჩეველთა გამოკითხვა კომპანია ”ედისონ რისერჩს” დაუკვეთა, იუწყება, რომ 20 საათის მონაცემებით ქართულ ოცნებას ხმების 50% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 41%, ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას– 5 % და ლეიბორისტულ პარტიას – 1%. შეკითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 35%-მა. ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა ტელეკომპანია ”მაესტრომაც,” რომლის დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარეს ამერიკულმა კომპანია ”პენ შონ ბერლანდმა” და ბრიტანულმა ”ოქსფორდ უნივერსიტი კონსალტინგმა.” მათი ეგზიტპოლით, რომელიც 17 ათასზე მეტი ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება, ”ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა 63%-მა, ნაციონალურ მოძრაობას 27%-მა და ქდმ-ს 1%-მა. შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 6%-მა. „მაესტროს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმარჯვებენ როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების საარჩევნო ოლქებში.
XS
SM
MD
LG