Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს უბრუნდება


ტელეკომპანია "იმედი", რომელიც "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" კუთვნილებაში შედიოდა, განსვენებული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. როგორც პატარკაციშვილის ოჯახის მიერ 16 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "იმედის" ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანიის გადაცემის საკითხზე შეთანხმება შედგა. „ოჯახისთვის "იმედის" გადაცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ენერგიას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი", - ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებაში. ამასთან, არსებული ინფორმაციით, "იმედის" ამჟამინდელი მფლობელი კომპანიის, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ თანამდებობა უკვე დატოვა.
XS
SM
MD
LG