Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში 25%-ს გადააჭარბა უმუშევრობის მაჩვენებელმა


საბერძნეთში სარეკორდოდ მაღალ, 25,4%-ს შეადგენს უმუშევრობის მაჩვენებელი. საბერძნეთის სახელმწიფო სტატისტიკური სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობას 10 მილიონს შეადგენს, დაუსაქმებელია 1,2 მილიონი ადამიანი. ამავე წყაროს ცნობით, უმუშევარია 15-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 50%-ზე მეტი. საბერძნეთში რთული ვითარებაა ქვეყნის ვალებით გამოწვეული კრიზისის გამო. ოთხშაბათს პარლამენტმა დაამტკიცა მომჭირნეობის მკაცრი ზომების მორიგი პაკეტი, რომლის მიღებასაც უცხოელი კრედიტორები ითხოვენ ათენისათვის კრედიტის მორიგი ტანშის მისაწოდებლად.
XS
SM
MD
LG