ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას დღეს ინიცდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შორის შეხვედრის შემდეგ, ქუჩაში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპარლამენტო უმცირესობის გარეთ გასულ წევრებს, მათ შორის აკაკი მინაშვილს, რასაც მოჰყვა საპასუხო შეურაცხყოფა და შეხლა-შემოხლა. როგორც იუწყებიან, დაძაბულობა უკვე განმუხტულია და პრეზიდენტი ქუთაისიდან გაემგზავრა.
ყველაზე პოპულარული
1