12-13 თებერვალს თბილისი უმასპინძლებს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" არაფორმალურ შეხვედრას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ინიციატივაში ჩართული ქვეყნების - ბელორუსიის, უკრაინის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი რანგის დელეგაციები. ღონისძიებას ქართული მხრიდან უმასპინძლებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა გასულ წელს მოლდავეთში გაიმართა.
ყველაზე პოპულარული
1