Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სტუდენტების საპროტესტო აქციები გაიმართა


თბილისში სტუდენტების საპროტესტო აქციები გაიმართა. თავისუფალი, ტექნიკური, ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების, სამხატვრო აკადემიის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აგრარულ უნივერსიტეტს და მისთვის ავტორიზაციის შეჩერება გააპროტესტეს. სტუდენტებმა აქციები ჯერ მათ უნივერსიტეტებთან გამართეს, შემდეგ კი განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილე რამდენიმე სტუდენტს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა. მან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აგრარული უნივერსიტეტი არავის დაუხურავს და მას ავტორიზაციის ნაწილში ოთხი თვის უფლებაც არ შეჩერებია. განათლების მინისტრის თქმით, სტუდენტები ექსპერტებთან ერთად შეცვლიან შინაგანაწესში არსებულ უზუსტობებს, სამინისტრო კი, სტუდენტების აქტივობიდან გამომდინარე, მათ ყველანაირად დაეხმარება. გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება პრობლემის მოგვარება და აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის გადაწყვეტა.
XS
SM
MD
LG