Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის სასახლეში დანიშნულია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


საღამოს ექვს საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დანიშნულია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგშია ავღანეთში ქართველ სამხედროებზე თავდასხმის და საქართველოს მოსახლეობისადმი მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელების საკითხები. უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღის წესრიგის საკითხები მისთვის ამ ეტაპზე არ არის ისეთი საინტერესო, რომ სხდომას დაესწროს. პრემიერმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელთა შეკითხვებს შორის იქნება ის, თუ რატომ არ თანამშრომლობს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რატომ აფერხებს ელჩების დანიშვნას და რატომ ავრცელებდა მისი ადმინისტრაცია წინასწარ ინფორმაციას ავღანეთში ვიზიტების შესახებ. ივანიშვილის თქმით, ბუნებრივია, საუბარი იქნება ბოლო ხანს გავრცელებულ ვიდეოკლიპებზეც. ამ ვიდეომასალაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდს მსგავსი ხელწერა არ აქვს და თუ ვინმეს რაიმე ეჭვი გაუჩნდა, მისი პრობლემაა. თავად პრემიერს ეჭვი აქვს, რომ ხელწერა წინა ხელისუფლებისას ჰგავს, თუმცა, ივანიშვილის თქმით, ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
XS
SM
MD
LG