ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩა პრეზიდენტის პოსტზე, აცხადებს, რომ რეგიონში „ქარიშხალი“ ვრცელდება ისრაელის მოსასპობად. ეს განცხადება აჰმადინეჟადმა გააკეთა პარასკევს თეირანში გამართულ დემონსტრაციაზე, რომლის მონაწილეებმაც პალესტინელებისადმი სოლიდარობა გამოხატეს. ისრაელის მიმართ მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმაც, რომლის ინაუგურაციაც კვირას ტარდება. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ისნას“ ცნობით, როჰანიმ თქვა, რომ „სიონისტური რეჟიმი წლებია, ჭრილობად რჩება ისლამური სამყაროს სხეულზე და საჭიროა ამ ჭრილობის მოცილება“. პალესტინელებთან სოლიდარობის დღე - როგორც მას უწოდებენ, ყუდსის დღე, ირანში ყოველ წელს აღინიშნება მრავალათასიანი დემონსტრაციებით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის დროშების დაწვით და ისრაელის მიმართ მუქარით. ყუდსის დღეს სხვა მუსლიმურ ქვეყნებშიც აღნიშნავენ.
ყველაზე პოპულარული
1