Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ეპისკოპოსის თქმით, საქართველოს ტერიტორიები ღმერთმა წაართვა


„ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა და ღმერთივე დაგვიბრუნებს“, - ამის შესახებ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა იქადაგა. "არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს. ამისთვის კარგად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები და ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უნდა დავფიქრდეთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიფიქროთ, რა დავაკელით ჩვენს სულებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ პატიება და შეცდომები გამოვასწოროთ", – განაცხადა სასულიერო პირმა.
XS
SM
MD
LG