Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: პასუხი უნდა მოეთხოვოს მათ, ვინც სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯეონ კერიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამას სურს, რომ პასუხი მოეთხოვოს მათ, ვინც სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა გასულ კვირაში, მსოფლიოს ეს ქვეყაზე საზარელი იარაღის მსოფლიოს ამ ყველზე დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ. ვაშინგტონში გამოსვლისას, კერიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას აქვს დამატებითი დასტური, რომ ქიმიური იარაღი სირიაში გამოიყენეს, მაგრამ ჯერ კიდევ ხდება მისი დამუშავება. ჩვენ ვიცით, თქვა კერიმ, რომ სირიის რეჟიმს აქვს ამ ქიმიური იარაღის საწყრობები. კერიმ დასძინა, რომ ობამა კონსულტაციებს მართავს ამერიკელ კანონმდებლებთან და მოკავშირეებთან შესაძლებელი ქმედების თაობაზე. სირიაში ცეცხლი დაუშინეს ავტომანქანას, რომლითაც გაეროს ექსპერტები მიჰყავდათ იმ ადგილის სანახავად, სადაც გასულ კვირაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. გაეროს წარმომადგენელ მარტინ ნესირკის განცხადებით, ავტომანქანას რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს „დაუდგენელმა სნაიპერებმა“. ცნობებში არაფერია ნათქვამი დაშავებულებზე. ავტომანქანა დაზიანდა, რის გამოც მისი გამოცვლა გახდა საჭირო. გაეროს ექსპერტები მიეშურებოდნენ დამასკის გარეუბნისაკენ, სადაც, ბრალდების მიხედვით, ოთხშაბათს მოეწყო თავდასხმა ქიმიური იარაღით. დაიღუპა ასობით ადამიანი. დამასკი კვირას დაყაბულდა სავარაუდო თავდასხმის ადგილას გაეროს ექსპერტების შეშვებას. ამასთან, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი „უაზრობას“ უწოდებს ბრალდებას, რომ ქიმიური იარაღი მისმა ჯარებმა გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG