Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ გახსნა საქართველოში არჩევნების სამეთვალყურეო მისია


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა საქართველოში გახსნა სამეთვალყურეო მისია, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოს ამ ოფისის მისია, რომელსაც მატეო მეკაჩი ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობამ მიიწვია არჩევნების სამეთვალყურეოდ. მისია აერთიანებს 16 უცხოელ ექსპერტს, რომელიც თბილისში იქნება ბაზირებული და 28 გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში იმუშავებს. ეუთოს მეთვალყურეები დააკვირდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო ორგანოების, მედიის მუშაობას და შეაფასებენ იმას, თუ რამდენად შეესაბამება საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG