ერაყში შიიტთა რაიონებში აფეთქებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში შიიტთა რაიონებში აფეთქებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში შვიდი აფეთქება მოხდა დღეს საღამოს საათებში. დახოცილთა რიცხვი სულ მცირე, 38-ია, დაშავებულთა რაოდენობა ათეულობით განისაზღვრება. „როიტერსის“ ცნობით, თავდასხმები უპირატესად შიიტებით დასახლებულ არეალებში მოხდა.