Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს ერგო


სტოკჰოლმში გამოაცხადეს ქიმიის დარგში ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატების ვინაობა. პრემია ერგო შეერთებული შტატების სამ მოქალაქეს: მარტინ კარპლუსს, მაიკლ ლევიტსა და არიელ უორშელს. მათ პრემია მიენიჭა „რთული ქიმიური სისტემების მულტიმასშტაბური მოდელების“ შექმნისათვის. 70-ან წლებში ქიმიკოსმა მარტინ კარპლუსმა და ბიოქიმიკოსებმა მაიკლ ლევიტმა და არიე უორშელმა საფუძველი ჩაუყარეს ქიმიური პროცესების კომპიუტერული მოდელირების საფუძვლებს, რამაც შესაძლებელი გახადა მრავალი რეაქციის ახსნა და მათი შედეგების წინასწარ ამოცნობა. სამი მეცნიერი გაიყოფს ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ ფულად ჯილდოს - 1,25 მლნ დოლარს. მიმდინარე კვირაში უკვე დასახელდა მედიცინისა და ფიზიკის დარგებში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების ვინაობა. შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული პრემიის მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. ის გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში. ჯილდოები 10 დეკემბერს გადაეცემათ ლაურეატებს. 1896 წლის სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ალფრედ ნობელი.
XS
SM
MD
LG