Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს მადლობა გადაუხადა მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევისთვის


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს მადლობა გადაუხადა მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევისთვის. ის სიტყვით გამოვიდა მას მერე, რაც, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 85% მოაგროვა. ის დიდი უპირატესობით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ოპოზიციონერ ჯამილ ჰასანლის, რომელსაც სულ, დაახლოებით, ხუთი პროცენტი ერგო. ჰასანლიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების „ტოტალურ ფალსიფიკაციაში“. ილჰამ ალიევი ხელისუფლების სათავეში დგას 2003 წლიდან - მამამისის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ.
XS
SM
MD
LG