Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ავღანეთს ეწვია. ვიზიტის მიზნად სახელდება წინსვლის მიღწევა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი ხელშეკრულების გარშემო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკებაში. კერის ეს მოულოდნელი ვიზიტი სულ რამდენიმე კვირით უსწრებს ვადის ამოწურვას შეთანხმებისათვის, რომელმაც უნდა განსაზღვროს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების 2014 წლის შემდეგ დარჩენის პირობები. შესაბამისი ვადა 31 ოქტომბერს ამოიწურება. მიმდინარე კვირაში კარზაიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების და ნატოს მოქმედებას დიდი ტანჯვა მოაქვს ავღანელი ხალხისათვის.
XS
SM
MD
LG