Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ოფიციალური მიწვევა მიიღო ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად


საქართველომ ოფიციალური მიწვევა მიიღო ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინის და ბელორუსიის ელჩებს მოსაწვევები ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრიუს კრივასმა გადასცა. მან გამოთქვა რწმენა, რომ ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის თითოეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით და მისი შედეგები პარტნიორ სახელწმიფოებს დაეხმარება ევროკავშირთან პოლიტკური და ეკონომიკური თანხვედრის მიღწევაში. ოფიციალურ მოსაწვევში ნათქვამია, რომ ლიტვა, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, აღმოსავლეთის პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება, საქართველო ელის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას.
XS
SM
MD
LG