Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში „ნარკობარონი“ მოკლეს საოჯახო ზეიმის დროს


მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ნარკობარონი“ მოკლეს საოჯახო ზეიმის დროს. კაბო სან ლუკასში, ერთ-ერთ სასტუმროში, ფრანსისკო რაფაელ არეიანო ფელიქსი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და ორი ტყვიის გასროლით მოკლა უცნობმა პირმა, რომელმაც შენობაში შეღწევა მოახერხა. პოლიციის მოსვლას თავდასმხემელთან შეტაკება მოჰყვა. არაა ცნობილი, მოახერხა თუ არა მკვლელმა გაქცევა. ძმებ არეიანო ფელიქსებს ნარკოკარტელი ეკუთვნით. ისინი ადრე უფრო გავლენიანები იყვნენ, მაგრამ ბოლო წლებში ზოგი მათგანი დახოცეს, ზოგიც დააპატიმრეს. ფრანსისკო რაფაელ არეიანო ფელიქსი, 2997 წელს, აშშ-ში იხდიდა სასჯელს კოკაინით ვაჭრობის გამო. მოგვიანებითის ვადაზე ადრე გაუშვეს.
XS
SM
MD
LG