Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანია: ველოდები, რომ იქნება ყველაზე საუკეთესო არჩევნები, რაც აქამდე ჩატარებულა


არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად მოქმედმა უწყებათშორისმა კომისიამ მოუწოდა ყველა სუბიექტს, ხელი შეუწყონ არჩევნების გამჭვირვალედ და თანაბარ პირობებში ჩატარებას. კომისიამ, რომლის შემადგენლობაში ხელისუფლების, ოპოზიციის, საარჩევნო ადმინისტრაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან, დღეს, თბილისში გამართა შემაჯამებელი სხდომა. მისი დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი ცალკეული დარღვევები არ არის იმ მასშტაბის, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ამასთან, ჟვანიამ აღნიშნა, რომ დარღვევების ცალკეულ შემთხვევებსაც რეაგირება და გამოსწორება სჭირდება. ცესკოს შეფასებით, კონკურენციის მიუხედავად, წინა არჩევნებთან შედარებით გარემო გაცილებით მშვიდია და შეუდარებლად მცირეა დაძაბულობა. ”შესაბამისად, პირადად მე ველოდები, რომ იქნება ყველაზე საუკეთესო არჩევნები, რაც აქამდე ჩატარებულა”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
XS
SM
MD
LG