Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერი: თალიბანთან მოლაპარაკება დაიწყო


პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის ცნობით, დაწყებულია მოლაპარაკება ამ ქვეყნის თალიბანის მეამბოხეებთან. პაკისტანის უზენაესი კომისიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, შარიფმა ბრიტანეთის ვიცე-პრემიერთან, ნიკ კლეგთან შეხვედრისას განაცხადა, ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ დიალოგი შედეგს მოიტანს „პაკისტანის კონსტიტუციის ფარგლებშიო“. შარიფმა დასძინა, რომ მთავრობას არ შეუძლია უმოქმედოდ ყოფნა მაშინ, როცა პაკისტანის ქუჩებში უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ. მიმდინარე კვირის დასაწყისში შარიფმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ სამმხრივ შეხვედრაში, რომელშიც მის გარდა მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი და ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი. მაისში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შარიფის კონსერვატიული პარტია, პაკისტანის მუსლიმთა ლიგა, გამოდის თალიბანთან მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით და სწორედ მოლაპარაკებას მიიჩნევს ათწლეულის განმავლობაში არსებული მღელვარების დასრულების საუკეთესო გზად. ძალადობას და მღელვარებას პაკისტანში 50,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები და ექსტრემისტები.
XS
SM
MD
LG