Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამზადებელი სხდომა გაიმართა მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრულ ”26 მაისის” საქმეზე


ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრულ, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პროკურატურა ბრალს სდებს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დღევანდელ სხდომაზე მერაბიშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს პროკურორის აცილება, რადგან მათი განცხადებით, ვანო მერაბიშვილი მთავრობის ყოფილი წევრია და მის მიმართ სამართლებრივ დევნას მთავარი პროკურორი უნდა ახორციელებდეს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავად ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრად მისი მუშაობის პერიოდის მიღწევებზე, სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალეს და განაცხადა, რომ დღეს პოლიციელები ხელისუფების ზეწოლას განიცდიან. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადებას მოჰყვა პროკურორის პროტესტი, რადგან მისი შეფასებით, მერაბიშვილის გამოსვლა განსახილველ საქმეს არ შეეხებოდა. თუმცა, მოსამართლემ ვანო მერაბიშვილს განცხადების დასრულების უფლება მისცა და შემდეგი სხდომა 19 ნოემბერს დანიშნა. დღევანდელი სხდომის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მერაბიშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს მოძრაობა "თავისუფალი ზონის" წევრებმა.
XS
SM
MD
LG