Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსია


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფასოდ ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე. გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა და სქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ერთად დაათვალიერეს შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადა. გარდა ამისა, ვახტანგ კაპანაძეს წოდებაც მოემატა და გენერალ-მაიორი გახდა. რაც შეეხება ირაკლი ძნელაძეს, არსებული ინფორმაციით, იგი მუშაობას ნატო-ს შტაბბინაში გააგრძელებს, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იქნება.
XS
SM
MD
LG