Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი ბოდიშს უხდის ქალს, რომელიც ეგვიპტეში გააუპატიურეს


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოდიშს უხდის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს, რომელიც ეგვიპტეში გააუპატიურეს. დიდმა ბრიტანეთმა მას 1000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა იმისათვის, რომ ინცინდენტის შემდეგ ვერ მოხერხდა ქალისათვის სათანადო დახმარების გაწევა. ქალი ვარაუდობს, რომ მასზე ძალა იხმარა ეგვიპტელმა ოფიცერმა. ინცინდენტის შემდეგ მან ბრიტანეთის საელჩოს მიმართა დახმარებისთვის, სადაც მას დახმარებაზე, ფაქტობრივად, უარი უთხრეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან შეიტანა საჩივარი დიპლომატიური მისიის თანამშრომლების საქმიანობის გამო. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა.
XS
SM
MD
LG