Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს


საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. დიდთოვლობის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ228 (ჩუმათელეთი-ქუთაისი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ54 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
XS
SM
MD
LG