Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ხელი მოეწერება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების ნაწილს


რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტები დღეს დაამტკიცებენ იმ ხელშეკრულების ზოგიერთ ნაწილს, რომელიც 2015 წლის პირველ იანვრამდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაფუძნებას ისახავს მიზნად. სამი ქვეყნის პრეზიდენტები დღეს მოსკოვში შეიკრიბებიან ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. საბჭო არის საბაჟო კავშირის მმართველი ორგანო და ის საერთო ეკონომიკურ სივრცეში აერთიანებს სამ სახელმწიფოს. კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკა და ნურსულთან ნაზარბაევი ხელს მოაწერენ ხელშეკრულების პროექტის იმ ნაწილებს, რომლითაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიზნები და მექანიზმები განისაზღვრება. ხელშეკრულების ხელმოწერა კი 2014 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შეუერთდებიან სომხეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები, აგრეთვე უკრაინის პრემიერ-მინისტრი და ისინი დამატებით მოლაპარაკებებს გამართავენ.
XS
SM
MD
LG