Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა დისკუსიას აფხაზეთში "მაკდონალდსის" გახსნის თაობაზე


აფხაზეთში საქმიანობის სურვილის შესახებ სწრაფი კვების რესტორნების ქსელ "მაკდონალდსის" ოფიციალურ ვებსაიტზე ინფორმაციის განთავსებას გაუგებრობას უკავშირებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. მისი განცხადებით, გაუგებრობა უკვე ამოწურულია. ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მსხვილი ბიზნესკომპანიების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა როგორც წესი, დაცულია. "ინტერპრესნიუსის" სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია, რომ "მაკდონალდსს" სურს აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში, საქმიანობა, ოფიციალური ვებსაიტიდან უკვე წაშლილია. სააგენტოს მოჰყავს საქართველოში "მაკდონალდსის" წარმომადგენლის თემურ ჭყონიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ის აშშ-ში დაუკავშირდა კომპანიის იურისტს, რომელმაც წუხილი გამოთქვა და ვებსაიტის მენეჯერს შესაბამის მითითებას მისცემენ.
XS
SM
MD
LG