Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუვეიტში ტარდება დონორთა კონფერენცია სირიის დასახმარებლად


კუვეიტში საერთაშორისო დონორები შეიკრიბნენ სამოქალაქო ომით დაზარალებული სირიის მოქალაქეებისთვის თანხის შესაგროვებლად. შეკრებას გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი უძღვება. დონორთა შეკრება ტარდება ერთი კვირით ადრე სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციამდე, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება. გაერო აცხადებს, რომ დონორთა კონფერენციაზე 2014 წლის საჭიროებების დასაფინანსებლად 6,5 მილიარდი დოლარის შეგროვება იგეგმება. გასულ წელს კუვეიტში ჰუმანიტარული მიზნებისთვის 1,5 მილიარდი დოლარზე მეტის შეგროვება მოხერხდა. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად განაცხადა, რომ სირიის მთავრობა და ზომიერი ოპოზიციური ძალები შეთანხმდნენ ქვეყნის ჩაკეტილ რეგიონებშიც დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აცხადებს, რომ სირიის რეჟმი კვლავაც აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მოსახლეობისთვის.
XS
SM
MD
LG