Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილი: ღარიბაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლება პასუხს აგებს საპატიმროდან მისი უკანონოდ გაყვანის გამო


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლებას შეახსენა, რომ "დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 12-14 წელია." თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეს განიხილავს, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამდენ ხანს ღარიბაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლება აღარ იარსებებს და ისინი პასუხს აგებენ საპატიმროდან მისი უკანონოდ გაყვანის გამო. ვანო მერაბიშვილის თქმით, ციხიდან მისი გაყვანის დავალება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა ირაკლი ღარიბაშვილს და აღასრულა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
XS
SM
MD
LG