Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საბანკო ქონება ჩამოართვეს


თურქეთში საბანკო უწყება დაეუფლა აქტივებს, რომლებიც ეკუთვნოდა სტამბოლის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, მუსტაფა სარიგულს. დანაზოგის დეპოზიტის სადაზღვევო ფონდმა აქტივების ჩამორთმევის შესახებ განცხადება პარასკევს გაავრცელა. ფონდის თქმით, ამის მიზეზია იმ 3.5 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო სესხის გადაუხდელობა, რომელიც სარიგულმა, რვა ბიზნეს-პარტნიორთან ერთად, 1998 წელს გაიტანა. სარიგული მარტში დანიშნულ მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს როგორც რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატი. მას განიხილავენ ამჟამინდელი მერის, მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის წევრის, კადი ტოპბასის მთავარ მეტოქედ. სარიგული აქტივების ჩამორთმევას პოლიტიკურ „პროვოკაციას“ უწოდებს. ამ მოვლენების ფონია მმართველ პარტიაში მაღალი დონის კორუფციის გარშემო მიმდინარე მასშტაბური გამოძება, რის გამოც პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დეკემბერში იძულებულ იგახდა 10 მინისტრი გამოეცვალა.
XS
SM
MD
LG