Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა უკრაინის პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა


სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკება. ამ შეხვედრის ფონია პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის ოთხშაბათს დაწყებული სისიხლიანი დაპირისპირება, რასაც სულ მცირე ორი დემონსტრანტის დაღუპვა მოჰყვა. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვეს და განაცხადებს, რომ მოლაპარაკების დეტალებს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სახალხო ვეჩეზე გამოაცხადებენ. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, იუსტიციის მინისტრი და ოპოზიციის ლიდერები - ვიტალი კლიჩკო, არსენი იაცენიუკი და ოლეჰ ტიაჰნიბოკი. უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში შეხვედრა „მოლაპარაკების პირველ ეტაპად“ არის მოხსენებული.
XS
SM
MD
LG