Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას მოითხოვს


მოელიან, რომ უკრაინის პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე იმსჯელებს. ქუჩის დემონსტრანტთა მხარდაჭერით, ოპოზიციას სურს აღადგინოს 2004 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად პრეზიდენტზე მეტ ძალაუფლებას, საკანონმდებლო ორგანო ფლობდა. ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მომხრეები, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავთ, ეწინააღმდეგებიან ასეთ ცვლილებებს. კვირას კიევის ცენტრში გამართულ სახალხო ვეჩეზე უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ კლიჩკომ განაცხადა, რომ ისინი იბრძვიან ისეთი კონსტიტუციისათვის, რომელშიც პრეზიდენტს „არ ექნება დიქტატორული უფლებები.“ პარალელურად უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ანტიტერორისტული ძალები, რომლებმაც უნდა აღკვეთონ შესაძლო ტერორისტული თავდასხმები ისეთ სტრატეგიულ ობიექტებზე, როგორებიცაა აეროპორტები და ელექტროსადგურები.
XS
SM
MD
LG