უცხოეთში საქართველოდან სასწავლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდების შესახებ ციკლის დღევანდელი სტუმარი ანთროპოლოგი გახლავთ. თამთა ხალვაში დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე. ის ანთროპოლოგიის მეთოდის, "მონაწილეობით დაკვირვების", საფუძველზე აანალიზებს თავისი მშობლიური ქალაქის, ბათუმის ურბანულ ტრანსფორმაციას და იმას, თუ როგორ იმოქმედა ამან ადამიანებზე. თამთა ხალვაში, რომელიც ვაჟთან და ქმართან ერთად არის კოპენჰაგენში ჩასული, ადრე ოქსფორდში სწავლობდა სოციალური ანთროპოლოგიის განხრით. ჩვენი პირველი შეკითხვა ეხებოდა „მონაწილეობით დაკვირვების“ ანთროპოლოგიური მეთოდის გამოყენებას კოპენჰაგენში ადაპტაციისთვის.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.