Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“ აპირებს უკრაინისათვის გაზის ფასზე შეღავათის გაუქმებას


რუსეთის კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი აცხადებს, რომ მოსკოვი აპირებს, აპრილიდან გაუუქმოს უკრაინას გაზის ფასზე შეღავათი. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან მილერის განცხადებაზე დაყრდნობით, უკრაინამ ორშაბათს აუწყა „გაზპრომს“, რომ სრულად ვერ დაფარავს გაზის საფასურს თებერვლისთვის. რუსეთი დეკემბერში დათანხმდა უკრაინისათვის გაზის ფასის ერთი მესამედით შემცირებას - 1000 კუბურ მეტრში 400 დოლარიდან 268 დოლარამდე. ეს კონტრაქტი გაფორმდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დამხობილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, მოსკოვთან დაახლოების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG