Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გაყინა ვიქტორ იანუკოვიჩის ანგარიშები


ევროკავშირმა უკრაინის ჩამოგდებული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ანგარიშები გაყინა. ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც 18 ყოფილი მაღალჩინოსნის ანგარიშები გაიყინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 5 მარტს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სხვადასხვა პირის აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს იმ მიზეზით, რომ ისინი უკრაინაში კანონდარღვევაში არიან შემჩნეული. დოკუმენტი დღეს გამთენიისას გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა. ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა, ევროკავშირმა გაყინა ასევე მისი შვილების – ალექსანდრ და ვიქტორ იანუკოვიჩების ანგარიშები. ასევე „გაყინულია“ უკრაინის ყოფილი შს მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს, ყოფილი გენპროკურორის ვიქტორ პშონკას და მისი შვილის, დეპუტატი არტემ პშონკას, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ელენა ლუკაშის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ანდრეი კლიუევის და მისი ძმის, დეპუტატი სერგეი კლიუევის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვისა და მისი შვილის, "რეგიონების პარტიის" წევრის ალექსეი აზაროვის, ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსა და სხვების ანგარიშები. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სია შესაძლოა, ვითარების მიხედვით შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG