Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში თავს დაესხნენ „პუსი რაიოტის“ ორ წევრს


რუსეთში დაუდგენელი პირების ჯუფი თავს დაესხა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ორ წევრს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და მარია ალიოხინას. მათი ადვოკატის ცნობით, თავდასხმა მოხდა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, „მაკდონალდსის“ რესტორანში. დაუდგენელმა პირებმა ლითონის ნივთები და საჭმელი ესროლეს ორ ქალს და შეასხეს მწვანე ანტისეპტიკური საშუალება, „ზელიონკა“. ტოლოკონიკოვამ და ალიოხინამ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მათმა ადვოკატმა ოფიციალური საჩივრით მიმართა პოლიციას. ალიოხინას და ტოლოკონიკოვას თითქმის ორწლიანი პატიმრობა აქვთ მოხდილი 2012 წელს მოსკოვის ეკლესიაში პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსის მოწყობისათვის. ისინი დეკემბერში გამოუშვეს ციხიდან.
XS
SM
MD
LG