Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა ყირიმის უმაღლესი საბჭო დაითხოვონ


უკრაინის პარლამენტი ყირიმის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის ინიცირებას აპირებს, - განაცხადა ხუთშაბათს მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი რადის სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა. მისი თქმით, ყირიმის უმაღლესმა საბჭომ, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს რუსეთის შეიაღებული ძალები, მიიღო რეფერენდუმის გამართვის უკანონო გადაწყვეტილება. ეს არის არალეგიტიმური გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელი ხალხის ნებას და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება, - აღნიშნა ტურჩინოვმა. ყირიმის სტატუსისა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი 16 მარტისთვის დაინიშნა. მასში კენჭისყრაზე დადგება ორი საკითხი: დარჩეს თუ არა ყირიმი უკრაინის შეადგენლობაში და შევიდეს თუ არა ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში.
XS
SM
MD
LG