Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი „სასარგებლოს“ უწოდებს ვენაში ექსპერტების დონეზე ჩატარებულ შეხვედრას


ირანის წარმომადგენლი „სასარგებლოდ“ მიიჩნევს ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვენაში, ექსპერტების დონეზე ჩატარებულ მოლაპარაკებას, რომელშიც ირანის დელეგაციის გარდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჰამიდ ბაიდინეჯადმა განაცხადა, რომ 5-7 მარტს გამართული მოლაპარაკების ყველა მონაწილე დადებითად აფასებს ამ შეხვედრას. ექსპერტების დონეზე ამ მოლაპარაკებით მოამზადეს საფუძველი ირანისა და მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებისათვის, რომელიც ვენაშივე, 18 მარტს უნდა დაიწყოს. მხარეები იმედოვნებენ, რომ 20 ივლისამდე მიაღწევენ საბოლოო შეთანხმებას თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანთან მოლაპარაკებაში ჩართული არიან შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.
XS
SM
MD
LG