Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი პარაოლიმპიელების ლიდერი მშვიდობისაკენ მოუწოდებს პუტინს


უკრაინის ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ვალერი სუშკევიჩის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა, უზრუნველყოს მშვიდობა სოჭში პარაოლიმპიური თამაშების დროს. სუშკევიჩმა პარასკევს სოჭში უთხრა ჟურნალისტებს, რომ პუტინს ამ თხოვნით მიმართა მასთან პირადი საუბრისას და უთხრა მას, რომ უკრაინელი პარაოლიმპიელი ათლეტები არ აპირებენ ასპარეზობის ბოიკოტს, თუმცა მაშინვე დატოვებენ პარაოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთი კიდევ გააგზავნის ჯარებს უკრაინაში. სოჭში პარასკევს საღამოს იხსნება პარაოლიმპიური თამაშები. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და დასავლეთის კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები არ ესწრებიან გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, უკრაინაში რუსეთის ქმედების გასაპროტესტებლად. თუმცა, სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ასპარეზობებში. სოჭში ჩასულია 45 ქვეყნის წარმომადგენელი 550-მდე ათლეტი. მათ შორის არ არიან საქართველოს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG