Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი "უცხოელებს" ადანაშაულებს ბირთვული საბოტაჟის მცდელობაში


ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, არის ვარაუდი, რომ ქვეყანაში განხორციელდა ერთ-ერთი ბირთვული ობიექტის საბოტაჟის მცდელობა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, აშღარ ზარეანი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს ადანაშაულებს არაკის მძიმე წყლის ბირთვულ რეაქტორზე იმპორტირებული საქაჩის მუშაობაში ჩარევაში. მისი თქმით, ახლახან ირანში ბირთვული ობიექტების საბოტაჟის სხვა მცდელობებიც აღინიშნა. არაკის რეაქტორს, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, განიხილავენ პლუტონიუმის წარმოების შესაძლებლობის მქონედ - რომელიც შემდგომში შეიძლება ბირთვული იარაღის შესაქმნელად გაამდიდრონ. წარსულში ირანმა ისრაელი და აშშ დაადანაშაულა მისი ბირთვული პროგრამის ჩაშლის მიზნით საიდუმლო ოპერაციების განხორციელებაში. ახალი ბრალდების ფონია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების გადაჭრის მიზნით სამშაბათს დანიშნული მორიგი მოლაპარაკება ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის.
XS
SM
MD
LG