Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტი შეიკრიბა ყირიმის ანექსიაზე შეთანხმების რატიფიცირებისათვის


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დღეს საგანგებო სხდომას მართავს რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების მიზნით. ყირიმი უკრაინის ავტონომიური რეგიონია, რის გამოც აშშ და დასავლეთის დანარჩენი ქვეყნები უკანონოდ მიიჩნევენ რუსეთის მის ანექსიას. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ხუთშაბათს მოსკოვში ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ხოლო პარასკევს კიევში მიემგზავრება საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. რუსეთი ოთხშაბათს შეუდგა ყირიმის მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგებას, რადგან ახლა მათ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG