Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიხსნა ნატოს კვირეული


7 აპრილს საქართველოში ნატოს კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება". ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. კვირეული 16 აპრილს დაიხურება.
XS
SM
MD
LG